ბოროდიანკაში 26 ცხედარი აღმოაჩინეს

26 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს ორი შენობის ნანგრევებში უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში. ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გაავრცელა. ბოროდიანკა ბუჩადან 23 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ქალაქი რამდენჯერმე დაბომბეს. რუსი ოკუპანტების მხრიდან ძალადობისა და სისასტიკის ფაქტებზე ისაუბრა გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა ასეთ ფაქტს გამოიძიებენ. მან კიდევ ერთხელ გაამხნევა უკრაინელები და მოუწოდა არ შეწყვიტონ ბრძოლა. ასევე პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებს მიმართა და უკრაინაში დაბრუნება სთხოვა.