ბორჯომის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წაუყენეს

ქრთამის აღების საქმე. ბორჯომის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი უკვე წაუყენეს. მაღალჩინოსნებს გამოძიება კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ცნობილი ხდება, რომ ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სამართალდამცავებმა მერის მეგობარიც აიყვანეს. საბრალდებო მუხლები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაშია.