„ბორჯღალოსნები“ ხვალ შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ტიერ-ერთის ქვეყნებიდან, შოტლანდია პირველი სარაგბო გუნდია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. „ბორჯღალოსნებმა“ დღეს კაპიტნის ვარჯიში „დინამო არენაზე“ გამართეს.

მიხეილ ნარიაშვილი კარიერაში პირველად იქნება კაპიტანი, რადგან მოქმედ კაპიტან მერაბ შარიქაძეს ტრავმა აქვს. ზელანდიელი სპეციალისტი აცხადებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და საქართველოს პირველი არხი მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.