ბორის ჯონსონის განცხადება

ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ნიანგთან საუბარს შეადარა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ბორის ჯონსონის თქმით, პუტინთან ურთიერთობა ჰგავს ნიანგთან საუბარს, „რომელსაც შენს ფეხში კბილები აქვს ჩავლებული“. ბრიტანეთის ლიდერის თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, დასავლეთმა უკრაინის შეიარაღება გააგრძელოს. ჯონსონის თქმით, პუტინის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ სცადოს უკრაინის რაც შეიძლება დიდი ნაწილი დაიპყროს და პარალელურად, აწარმოოს რამე სახის მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან.

ბორის ჯონსონმა ეს განცხადება გააკეთა ინდოეთში გამგზავრებამდე, სადაც მას თავის კოლეგასთან აქვს დაგეგმილი მოლაპარაკებები.