ბორის ჯონსონის განცხადება

12:15, 31.03.2022

ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს არ წარმოადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში კომიტეტის შეხვედრის დროს დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. კანონმდებლებმა მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა, რომ საბოლოო შედეგი არა მხოლოდ უკრაინიდან რუსების გასვლა, არამედ კრემლიდან პუტინის წასვლაა? პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე უნდა მკაცრდებოდეს, ვიდრე უკრაინას რუსული ძალები სრულად არ დატოვებენ.

მსგავსი