ბორის ჯონსონი კიევში

ბორის ჯონსონმა კიევის ოლქში რუსეთის ქმედებებს სამხედრო დანაშაული უწოდა და უკრაინისთვის ახალი ფინანსური და სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფა დააანონსა, რომელთა შორის 120 ჯავშანტრანსპორტი და ხომალდ საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები იქნება. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევის ოლქის აღდგენასთან დაკავშირებით, ჯონსონისაგან დახმარების დაპირება მიიღო. მხარეებმა რუსეთზე ზეწოლის გაზრდაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება. ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ანტისაომარი კოალიცია უნდა გაფართოვდეს და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ენერგორესურსებზე სრული ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდა. ბორის ჯონსონი კიევში გუშინ, 9 აპრილს ჩავიდა.