ბოლნისში დედამ შვიდი წლის შვილი მოკლა

15:20, 01.06.2026

ბოლნისში დედამ შვიდი წლის შვილი მოკლა – შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში ღამით მოხდა. ქალმა მცირეწლოვან ბავშვს ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, ახალგაზრდა ქალს ქმარი და სამი შვილი ჰყავდა. ქმარი ხელოსნად მეზობელ რაიონში მუშაობდა და შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ ქალმა თვითმკვლელობაც სცადა. ამ წუთებში ის დაკავებულია. გამოძიება 109-ე მუხლითაა დაწყებული.

 

მსგავსი