თბილისში თავისუფალი ბიზნესპლატფორმის შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ეკონომიკაზე მის გავლენაზე მსჯელობდნენ. მათი თქმით, თუ პოლიტიკური ვითარება არ დასტაბილურდება, შეიქმნება ეკონომიკური კრიზისი, რაც მძიმე სოციალურ ფონს გამოიწვევს. შეკრებას ესწრებოდნენ ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც შეუერთდნენ „თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.