საქართველო-რუსეთი-ჩინეთი – გაშიფრულია სატრანზიტო გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბირთვული მასალის შეძენასა და გატანას, ჩინეთის მოქალაქეები გეგმავდნენ. სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა ისინი ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას თბილისში დააკავა.
გამოძიების მიხედვით, საქმეში ფიგურირებს 400 ათასი დოლარი და ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ჩამოიყვანა, ურანის შეძენას კი კოორდინაციას ჩინეთიდან უწევდნენ. დანაშაული, რომლის ჩადენასაც დაკავებულებს ედავებიან, ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო ხვალ, 12:00 საათზე იმსჯელებს.