ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება – შეფასებები
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. ინტერესების დამცველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც 24 ნოემბერს ლონდონში გასამართ სასამართლოზეა საუბარი.
ადვოკატის ცნობთ, ამ დღეს გადაწყვეტილება ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე ნაწილზე, საბოლოო ინსტანციამ უნდა გამოაცხადოს. ინტერესების დამცველი წერილში განმარტავს „კრედიტ სუსისა“ და „ჯულიუს ბაიერის“ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის სარჩელებს და წერს, რომ „დიფ სთეითის“ მიერ ივანიშვილის დევნა 2008 წლიდან დაიწყო, რისი მიზეზიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნების გაყალბების შემდეგ, ყოფილი ხელისუფლებისგან ბიძინა ივანიშვილის სრულად დისტანცირება გახდა.
ადვოკატის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის, რის გამოც მიზანმიმართულად დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა. ადვოკატის თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან სიცრუე ვრცელდება.