ბექა კვიციანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა კვიციანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. სხდომა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროცესის დაწყებისას, ბრალდებულმა ბექა კვიციანმა სასამართლოს უცენზურო სიტყვებით მიმართა. ის დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს. მომხდარის შემდეგ, ადვოკატმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. შეგახსნებთ, რომ დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი სამართალდამცველებმა რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

დატოვე კომენტარი