ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა და განუმარტა, რომ ისრაელის ბრძოლა არა ხალხის, არამედ ირანის მთავრობის წინააღმდეგაა მიმართული. ამიტომ მოსახლეობას მოუწოდა, წინ აღუდგნენ და ხმა აიმაღლონ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ.

ნეთანიაჰუმ თქვა ისიც, რომ გასულ 24 საათში, ისრაელის ძალებმა გაანადგურეს სამხედრო მეთაურები, წამყვანი ბირთვული მეცნიერები, ისლამური რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ურანის გასამდიდრებელი ობიექტები და ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილი.