ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური საფეხბურთო მატჩი დაიწყო

რამდენიმე წუთის წინ ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური საფეხბურთო მატჩი დაიწყო. ინიციატორი დედაქალაქის მერიაა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, თამაშის გამართვის ინიციატივით, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მიმართა. მას შემდეგ, რაც ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

დღევანდელ შეხვედრაში თბილისის მერიც მონაწილეობს – გეგი კიკაბიძეა ბელიაშვილის ქუჩიდან პირდაპირ ეთერში.