ბეირუთში „ჰამასის“ ლიდერი მოკლეს

„ჰამასის“ მაღალჩინოსანი სალეჰ ალ-არური, ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე სავარაუდოდ, ისრაელის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. როგორც მედია წერს, ინფორმაციას „ჰამასის“ ოფიციალური პირებიც ადასტურებენ. „დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს მტრის საშინელ წარუმატებლობას მისი აგრესიული მიზნების მიღწევაში ღაზის სექტორში“, – აღნიშნა „ჰამასის“ წარმომადგენელმა. მოგვიანებით, „ჰამასის“ მაღალჩინოსნის მკვლელობის გამო, პროტესტის ნიშნად, პალესტინელებმა რამალაში მსვლელობა გამართეს. მომხდართან დაკავშირებით, ისრაელის მხარეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.