BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა უმრავლესობის ლიდერმა. „BBC-მ ახალი სიგიჟე გამოაგდო, საქართველომ მომიტინგეების წინააღმდეგ ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენაო და ჩახუნაშვილს, ხასაიას, გიგაურს, შაიშმელაშვილს ეყრდნობიან. ეს უკვე ტვინის გამორეცხვაც აღარ არის, საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა. წერს ირაკლი კირცხალია. ეს ჩვენი აგენტი რადიკალებიც სრული სერიოზულობით აზიარებენ სოციალურ ქსელებში. კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს აგენტურისა და მათი პატრონების ქმედებების მასშტაბებს, აბსურდულობას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.