BBC-ის ფილმთან დაკავშირებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და ამ საკითხის ინიცირებას უახლოეს ბიუროს სხდომაზე აპირებს. მათი თქმით, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებით დასტურდება, რომ გასულ წელს აქციების დაშლის დროს დარღვევები იყო, დემონსტრანტებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ და საზოგადოებაში დღეს არსებულ
ყველა კითხვას პასუხი საგამოძიებო კომისიის ფორმატში უნდა გაეცეს.
„ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე სუს-ში მიმდინარე გამოძიების პარალელურად საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს და ოპონენტებს ურჩევენ, გამოძიების შედეგებს დაელოდონ.