„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის გამოძიება

მოამბისთვის ხელმისაწვდომი ხდება ის დასკვნა, რომელიც ბავშვთა სამყაროს ხანძრის საქმეზე ექსპერტიზამ დადო.

მოამბის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, სავაჭრო ცენტრში მასშტაბური ხანძარი, სავარაუდოდ, ხელოვნურად გაჩნდა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ მოხვდა ობიექტზე ნავთობპროდუქტი, რომელიც დასკვნაში ხანძრის გამომწვევ წყაროდ არის დასახელებული.

ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას ადასტურებს ბავშვთა სამყაროს დირექტორიც, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევაშია ბრალდებული.

29 იანვარს გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სამსართულიანი შენობიდან აღარაფერია დარჩენილი.