ბავშვთა საფეხბურთო კლუბების ტურნირი ზუგდიდში

12:32, 01.08.2026

ზუგდიდში ბავშვთა საფეხბურთო კლუბების ტურნირი გაიმართა, რომელშიც 100-ზე მეტი პატარა ფეხბურთელი მონაწილეობდა. გამარჯვებული ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „სერვალი“ გახდა. დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებიც. ორგანიზატორების თქმით, ტურნირი ყოველწლიურ სახეს მიიღებს და 30-31 ივლისს, მეგობრობის საერთაშორისო დღეს გაიმართება.

 

მსგავსი