ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქეა დაკავებული. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს მეორემ დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარს შეესწრო ბრალდებულის თანმხლები პირი, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376 -ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.