ბათუმში ერთდროულად ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს

ბათუმში, ერთდროულად ოთხი სავაჭრო ობიექტი, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს. შემთხვევები ჯორჯიაშვილისა და წერეთლის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ყველა ობიექტიდან წაღებულია თანხა.

მეპატრონეებს დილით კარი გატეხილი დახვდათ. სამართალდამცველებმა უკვე გაშიფრეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. წინასწარი ძიებით ირკვევა, რომ ქურდობა არასრულწლოვნების ჩადენილია.