ბათუმი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
9-10 მაისს ბათუმი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებებმა მოსამზადებელი ვარჯიში თბილისში ჩაატარეს. შემდეგი შეკრება კი ყაზახეთში იქნება. რაც შეეხება წინასაშეჯიბრო მზადების დასკვნის ეტაპს, გუნდები მას ბათუმში გაივლიან. ნაკრების ვარჯიშს სპორტის მინისტრის მოადგილე, ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო.