ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა, ტაქსის მძღოლი, რომელის მანქანითაც ერთ-ერთი ინციდენტის დროს დაზარალებულმა ნელი დოროყაშვილმა იმგზავრა. მოუსმინეს ერთ-ერთ მეზობელსაც. ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დასტურდება. საპირისპიროს ამბობს მისი ადვოკატი.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი 100-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.