ბაშარ ასადის 24-წლიანი მმართველობა დასრულებულია – მან სირია დატოვა. დედაქალაქს აჯანყებულთა ძალები აკონტროლებენ, რომლებიც მოსახლეობას ძალაუფლების გადაბარების მშვიდობიანი პროცესის უზრუნველყოფას ჰპირდებიან. სირიის ქალაქებში ზეიმია. ლიბანიდან და იორდანიიდან კი ომს გაქცეული ზოგიერთი სირიელი ლტოლვილი ბრუნდება. ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას დასავლეთის ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ბარბაროსული სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს დაეცა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კი ასადის დაცემას „კარგი ამბავი“ უწოდა და სირიის სტაბილიზაციისთვის მხარეებს პოლიტიკური გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
რა ვითარებაა ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო და უზრუნველყოფს თუ არა ბაშარ ასადის რეჟიმის დასრულება სირიაში სტაბილურობას.
ქეთი ჩოხელის რეპორტაჟი.