ბარამიძის საქმე – შეფასებები

12:08, 14.09.2026

გიორგი ბარამიძის პატიმრობა და წარდგენილი ბრალდება ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეუფარდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გიორგი ბარამიძემ ქართულ ჯარსა და სახელმწიფოს უმძიმესი დანაშაული დააბრალა, რაც პირდაპირ სახელმწიფოზე მიტანილი შეტევაა. თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აღნიშნულ ბრალს აბსურდულს უწოდებენ.

გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ“. გიორგი ბარამიძემ მოგვიანებით თქვა, რომ „ვითარების ზუსტად აღწერისთვის, სჯობდა, სხვა სიტყვები გამოეყენებინა“.

 

მსგავსი