ბალტიისპირეთი რუსეთიდან მომდინარე საფრთხის წინაშე

21:13, 04.07.2026

უკრაინაში მიმდინარე ომთან ერთად, ევროპის უსაფრთხოების დღის წესრიგში კიდევ ერთი საკითხი ჩნდება – ბალტიისპირეთი. დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები არ გამორიცხავენ, რომ კრემლმა ნატო-ს ერთიანობისა და რეაგირების შესამოწმებლად შეზღუდული მასშტაბის პროვოკაციებს მიმართოს. სწორედ ამიტომ, რეგიონის ქვეყნები თავდაცვის შესაძლებლობებს დაჩქარებული ტემპით აძლიერებენ.

მზარდი საფრთხის ფონზე, ევროპის ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა ახლა უკვე გაცილებით მეტ რესურსსა და ინვესტიციას მოითხოვს. საუბარია როგორც შეიარაღების განახლებაზე, ისე სამხედრო ინფრასტრუქტურისა და თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებაზე, რათა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი ნებისმიერი სცენარისთვის მზად იყოს.

დამატებით კითხვებს აჩენს რუსეთის ბოლო გადაწყვეტილებაც, რომლითაც ფინეთის, ესტონეთისა და ლატვიის საზღვრებთან მდებარე რამდენიმე სარკინიგზო-გამშვები პუნქტი დაიხურა.

თაკო მუშკუდიანის რეპორტაჟი.

მსგავსი