ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი იხსნება

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. საზეიმო ცერემონია 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ცნობილი არტისტები და ანსამბლები მიიღებენ.

საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.

ლევან ღუდუშაური აშუქებს ტურნირს და ის ახლა ბაკურიანიდან შემოგვიერთდება.