ბაიდენმა 40-მილიარდიან დახმარებას ხელი მოაწერა

18:05, 21.05.2022

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა. თეთრი სახლის ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება.

სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტი 19 მაისს დაამტკიცა. ბაიდენის ხელმოწერის შესახებ ინფორმაცია იმ დროს გავრცელდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი სეულში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც ბაიდენმა სამხრეთ კორეაში პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინაში წამოწყებული ომით, რუსეთი თავს ესხმის დემოკრატიას.

მსგავსი