ბადრი პატარკაციშვილის საქმე

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

არსებული ინფორმაციით, ორმა ბრალდებულმა, ილია გამგებელმა  და დავით ქოქიაშვილმა ბრალი აღიარეს და მესამე ბრალდებული ლევან ქარდავა დანაშაულში ამხილეს. თუმცა, დაცვის მხარისთვის გაუგებარია, თუ რა ეტაპზე მოხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მხილება. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა დაადასტურეს, რომ წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებენ.