ბადრი ჯაფარიძის სასამართლო
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბადრი ჯაფარიძის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, მსჯელობენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე. მას ამ საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რა თანხაც გადახდილი აქვს.
 
უფლებადამცველები ითხოვენ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს ჯაფარიძეზე, რადგან არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა დანაშაული არ არის. ბადრი ჯაფარიძე წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატი კომისიის წევრების დაკითხვას ითხოვს, პროკურატურის პოზიციით კი ეს პირები მოწმეთა დასაკითხი სიიდან უნდა ამოიღონ.