ბადრი ჯაფარიძეს გირაო შეეფარდა
ბადრი ჯაფარიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერს გირაოს შეტანის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ბრალდების მხარე ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გირაოს გამოყენების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.