ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. სავარაუდოდ, დაიკითხება რამდენიმე მოწმე. დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატ გია გოროზიას თქმით, ბაჩო ახალაია ოთხი ოქტომბრის ორგანიზებას უარყოფს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი აქვს 4 ოქტომბრის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაზე, რაც ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.