ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. მოსამართლემ სხდომა პროცესის დასაწყისში გახსნა, თუმცა, პროკურორის შუამდგომლობის შემდეგ დახურა. ბრალდების მხარის თქმით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე პირები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, არის საიდუმლო მასალები, რის გამოც საჭიროა სხდომების დახურვა. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.
სხდომას დაესწრო ბრალდებული ბაჩო ახალაიაც, რომელიც პროცესის დახურვის წინააღმდეგი იყო. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი აქვს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაზე, რაც ცრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.