ბაჩო ახალაიას განცხადება

15:11, 17.01.2026

ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტიანი, კეთილსინდისიერი და საქმეზე ორიენტირებული ხელისუფლება – ვიდეო სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა და დააზუსტა, რომ ის ახალაიას დაკავებამდე ორი დღით ადრეა ჩაწერილი. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი თავს „ნაცს“ უწოდებს და ამბობს, რომ ეს სტატუსი ეამაყება.

ბაჩო ახალაია გავრცელებულ ვიდეოში ვარდების რევოლუციაზეც საუბრობს და მას დიდ მოვლენას უწოდებს. რაც შეეხება წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ მინუსებს – თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ არ იცის, რა სახის მინუსებზეა საუბარი.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ ის დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო.

მსგავსი