ბაჩო ახალაიას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ
ბაჩო ახალაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ – მისი დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება. ის ამ დროისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ახალაია მოინახულეს ადვოკატებმაც. გამოძიების ცნობით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს პროცესებს ინტერნეტაპლიკაციების საშუალებით ხელმძღვანელობდა.
სუს-ში ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ თავდაპირველად დაკავებული იყო ბაჩო ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რადგან გამოძიების ვერსიით, ახალაიას მხრიდან სხვადასხვა პირთან კომუნიკაცია ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული აიპი მისამართით ხდებოდა. თუმცა, მოგვიანებით უწყებამ ახალაიას მეუღლე გაათავისუფლა. მათივე ცნობით, ანა ნადარეიშვილის მხრიდან 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში შესაძლო მონაწილეობაზე გამოძიება მოგვიანებით იმსჯელებს.
თემაზე დილიდან ჩვენი ჟურნალისტი ნათია ქენქაძე მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. როგორც ვიცით, დილიდან სუს-თან იყო მისული ახალაიას მეუღლე. ბოლო ინფორმაცია, რა ვითარებაა ახლა ადგილზე?