სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა იწყება. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ბაჩიაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საუბარია 39 მილიონი დოლარზე.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის, ამ შემთხვევაში ივანიშვილის მიერ გადაცემული თანხებით, კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა, ინვესტორს კი კუთვნილი თანხა არ გადასცა.