ბაჩიაშვილის სასამართლო

გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა. მოსამართლის განმარტებით, ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა, მან მართლმსაჯულებას თავი აარიდა. დღევანდელ პროცესზე დასკვნით სიტყვას გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი წარმოთქვამს.

ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება, გირაო პატიმრობით მას შემდეგ შეეცვალა, რაც მან ქვეყანა დატოვა. გიორგი ბაშიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. საუბარია 43 მილიონამდე დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მითვისებაზე. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.