ბაჩიაშვილის სასამართლო

12:14, 24.02.2025

გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმის განხილვა გრძელდება. სხდომაზე, რომელიც დილიდან გაიმართა, გამოიკვლიეს აუდიოჩანაწერი, სადაც ბაჩიაშვილსა და ივანიშვილს შორის საუბარია ასახული. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 4 მარტს სხდომაზე ის გერმანელი ექსპერტი დაიკითხება, რომელმაც აღნიშნულ აუდიოჩანაწერზე დაცვის მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე დასკვნა მოამზადა. სხდომას ესწრება ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც. საუბარია 43 მილიონ დოლარამდე კრიპტოვალუტის მითვისებაზე.

 

მსგავსი