გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. მიმდინარეობს ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა. დახურულ სხდომაზე დაიკითხა ნათია თურნავა. შეკითხვებს უპასუხა ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, ასმათ მატუშევსკაიამ. მან იმ აუდიოჩანაწერზე ისაუბრა, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი. ბრალდებული ბაჩიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ჩანაწერში მას და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბარია ასახული. ექსპერტის თქმით, მასალაზე მონტაჟისა და მანიპულაციის კვალი იკვეთება. დღესვე პროცესზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორი გიორგი ჩალაძე დაიკითხა. პროცესს ესწრება თავად ბაჩიაშვილიც.
გამოძიება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. საუბარია 43 მილიონ დოლარამდე. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.