ბაჩიაშვილის საქმე
 გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე წინა სხდომაზე დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ დასაკითხ პირთა სიაში დაამატა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ასევე, ნიკოლოზ გაგუა და გივი ლებანიძე.
ბრალდების მხარემ კი აღნიშნულ შუამდგომლობაზე განაცხადა, რომ პოზიციას აკორექტირებდა და ამ მოწმეებს, როგორც ბრალდების მხარის მოწმეებს, ისე წარმოადგენდა. დაიკითხა სახელმწიფო ბრალდების ერთი მოწმე. გიორგი კიკვიძე, რომელსაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან საქმიანი კვეთა ჰქონდა.
დღესვე ბრალდების მხარემ პროცესზე იშუამდგომლა, რომ 5 თებერვალს სასამართლოს წინაშე დისტანციურად დაიკითხოს საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილი. დაცვის მხარე და ბრალდებულიც შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ და ივანიშვილის სხდომათა დარბაზში დაკითხვა მოითხოვეს. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბიძინა ივანიშვილი 5 თებერვალს დისტანციურად დაიკითხება. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც.