რესტორან „ბაბილოსთან“ აქციაზე დაკავებულები დიღმის მთავარ სამმართველოში ადვოკატმა მოინახულა. ლაშა ტყეშელაძის თქმით, დაკავებისას მის დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები მიაყენეს. მისივე მტკიცებით, მოქალაქეების აყვანა მოხდა უკანონოდ.
შეგახსენებთ, გუშინ „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით ცხრა პირი დააკავეს. მათი ნაწილი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.