„აზოვსტალიდან“ სამხედროების გამოყვანა გრძელდება

„აზოვსტალიდან“ სამხედროების გამოყვანის ოპერაცია გრძელდება. მძიმედ დაჭრილი მებრძოლების გადასარჩენად, კიევი მათ რუს სამხედრო ტყვეებში ცვლის. უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, ამ დროისთვის 53 მძიმე სამხედრო „ნოვო-აზოვსკში“ მდებარე საავადმყოფოში იმყოფება. ღამით კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით, ოლენევკაში ჩაიყვანეს. დონეცკის ოლქში მდებარე ორივე ქალაქი რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. პარალელურად, რუსეთს დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ „ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა დაექვემდებარონ და სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ“.