„აზოვსტალი“ ისევ ბლოკირებულია

მარიუპოლში ისევ გრძელდება „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მებრძოლების ბლოკირება. რუსეთი განაგრძობს ქარხნის ტერიტორიაზე საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებს. ამასთან, მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებით, რუსებმა ღამით „აზოვსატალის“ ტერიტორია ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს, რომლის წვის ტემპერატურა დაახლოებით ორი ათასი გრადუსია და რომლის ჩაქრობა პრაქტიკულად შეუძლებელია.