„აზოვის“ პოლკის მეთაურის მიმართვა მსოფლიოს

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე მსოფლიოს მიმართავს, გააკეთონ ყველაფერი მარიუპოლის გასათავისუფლებლად. მისი თქმით, ყოველ 3 წუთში ერთხელ, საავიაციო ბომბები ცვივა, საოკუპაციო ძალები კი უკრაინელი დამცველების პოზიციების შტურმით აღებას ცდილობენ. პალამარი აღნიშნავს, რომ უკრაინელები ბოლო ძალებით იმაგრებენ თავს და საჭიროა ხალხის გაყვანა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მარიუპოლიდან ხალხის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებს.