აზერბაიჯანში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება

აზერბაიჯანში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება. ერთი საათის წინ ქვეყანაში ყველა სახის პოლიტიკური აგიტაცია შეწყდა. პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო დღის წინ გამართული ბოლო შეხვედრები დაასრულეს. აზერბაიჯანის მილი მეჯლისში მოხვედრას წელს რეკორდული რაოდენობის კანდიდატი ეცდება.

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი – ლევან ახალაია და ბესარიონ გაფრინდაშვილი ორი დღეა, ბაქოში იმყოფებიან და წინასაარჩევნოდ არსებულ განწყობას აკვირდებიან.

 

დატოვე კომენტარი