აზერბაიჯანში გამარჯვების დღე აღნიშნეს
აზერბაიჯანი ყარაბაღის ომში გამარჯვების ხუთი წლისთავს აღნიშნავს. ბაქოში სამხედრო აღლუმს თურქეთის პრეზიდენტი და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ. აღლუმში აზერბაიჯანელ სამხედროებთან ერთად, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავები და პაკისტანის არმიის ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ.
დღეს ბაქოში ითქვა, რომ ომის პირველივე წუთიდან აზერბაიჯანს თურქეთი უჭერდა მხარს, თუმცა, არაერთი მუქარა იყო საფრანგეთიდან. რეგიონში თითქმის ორმოცწლიანი კონფლიქტის დასრულება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ახალ პერსპექტივას აჩენს. ერევანი და ბაქო სამშვიდობო დღის წესრიგს მხარს უჭერენ.