შს მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. გაფართოებულ ფორმატში დისკუსიის შემდეგ, მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართალდამცავ სფეროებში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მანამდე კი სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები.
ვილაიათ ეივაზოვი თბილისში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.