აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება
აზერბაიჯანული გაზი ბოლო პერიოდში ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში – გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა განაცხადა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, კაია კალასმა და ალიევმა საუბრისას განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესი. აღინიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის უკვე დამყარებულია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. ამ მხრივ ითქვა ისიც, რომ ბაქომ ცალმხრივად მოხსნა შეზღუდვები სომხეთში სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვაზე.