ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებელი
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია. ის კვლავ გამოწვევად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის მაჩვენებელი, 2024 წელთან შედარებით, 1.8 %-ით არის მომატებული. ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა 5.6%ით გაიზარდა. თემაზე „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ისაუბრა. ავარიების ძირითადი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება და მანევრირების წესების დარღვევაა. ითქვა, რომ აუცილებელია აღსრულების მექანიზმის გაუმჯობესება და მხოლოდ სანქციების ზრდა საკმარისი არ არის. საუბარი შეეხო 1-ლი აპრილიდან ახალი წესის ამოქმედებას, რომელიც ექვსი წლის ზემოთ მანქანების შეზღუდვას შეეხება.