ავტოსაგზაო შემთხვევა მარშალ გელოვანის გამზირზე

ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მარშალ გელოვანის გამზირზე მიკროავტობუსი დასუფთავების სამსახურის მანქანას შეეჯახა. დაღუპული “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელია. დასუფთავების მეორე თანამშრომელი და მიკროავტობუსის მძღოლი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.