„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. შემთხვევა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან მოხდა. არიან თუ არა გადარჩენილები და რამდენია გარდაცვლილი – ინფორმაცია ჯერ არაა დაზუსტებული. თვითმფრინავში სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი. ცნობილია, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადარჩა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ჩამოვარდნამდე თვითმფრინავმა განგაშის შეტყობინებაც გაავრცელა. სოციალურ ქსელებში ლაინერის ჩამოვარდნის კადრები ვრცელდება.